ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ომის შედეგებზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერორისტი სახელმწიფო ძალებს იკრებს და აგროვებს საშუალებებს უპირველეს ყოვლისა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების განმეორებისთვის. ასევე, გრძელდება რუსეთის შეტევები დონეცკის რეგიონში, სადაც საოკუპაციო ძალები დიდ ზარალს განიცდიან.