ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტთან და სოლედართან არის კონცენტრირებული და რუსეთი ზარალის რეალურ რაოდენობას საკუთარ მოსახლეობას უმალავს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მიყენებული ზიანის სრული კომპენსაციის შემთხვევაში, უკრაინა მშვიდობისთვის მზად არის.