მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით რუსეთის იერიშების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სწრაფად და ეფექტიანად მიმდინარეობს. „სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.