ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას. „მიმდინარეობს სარაკეტო დარტყმები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ახლობლებზე“- აღნიშნავს ის ვიდეომიმართვაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მასიური სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებიც გაუშვეს. უკრაინული მედია წერს, რომ კრივოი როგში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.