ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“ – ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა. უკრაინის პრეზიდენტი სამხედროებს მოუწოდებს, რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპი შეინარჩუნონ. ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ახდენს. მან ასევე განაცხადა, რომ დღეს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.