ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ამ ტერაქტზე პრინციპულ პასუხს ოკუპანტები ბრძოლის ველზე მიიღებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ელენოვკაში მომხდარი ტერაქტი, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. მან სტოლტენბერგს მიმართა, რომ უკრაინას უფრო სწრაფად სჭირდება მძიმე იარაღის მიღება, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები.