ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, – განაცხადა პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში. ზელენსკის თქმით, ექვსთვიანი ომის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს. მისი განცხადებით, ახლა ერთიანობის დაცვა, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.