ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ყველა, ვინც უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას გასცემს და მათ ასრულებს, მოიძებნება და პასუხს აგებს, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვიარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით პირი კი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გამარჯვების მოსაპოვებლად უკრაინის ყველა მოქალაქე ერთად უნდა იდგეს პოლიტიკურ, საინფორმაციო და ეკონომიკურ ფრონტზე.