ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ

„ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომის შედეგი უკრაინისთვის უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პირველმა პირმა რუსეთს გათავისუფლებულ დასახლებებში, სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.