ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ

ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, ფულს ადამიანების სისხლით შოულობენ, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების დაბლოკვაში დაადანაშაულა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რადგან უკრაინა რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად მარაგებს საკმარისად სწრაფად არ იღებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ მარიუპოლში, ასევე კიევის ოლქის ქალაქებში – ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩადენილმა სისასტიკეებმა კიდევ უფრო შეამცირეს რუსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა შეიარაღებული ძალებისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია შექმნილი, თუმცა, იქ კონცენტრირებულია უკრაინის ყველაზე ძლიერი დანაყოფები.