ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ეს ამოცანა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან და სუმიდან სხვა მიმართულებით გადასროლა იყო.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. უკრაინის ლიდერის მოსაზრებით, პუტინის განცხადება მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაჭიანურებას. მისივე თქმით, ეს იყო პუტინის მცდელობა, ეთქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობას, თუმცა საკუთარი პირობებით.