ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლა ყველაზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. უკრაინის ლიდერმა მომავალ კვირას საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი თემა მშვიდობა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები იქნება. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ქვეყანას რაიმე ფორმით ეხმარება. უკრაინის ლიდერი ამბობს იმასაც, რომ მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს.