ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. რუსი სამხედროები თავადაც აცნობიერებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ისეთივე ინტენსივობით წარმოება როგორც ეს მარტის პირველ ნახევარში იყო, არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.