ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

რუსეთ-უკრაინის ომი ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრებით ჩიხში არ არის შესული. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ინტერვიუში ისაუბრა ამ მიმართულებით გავრცელებულ მოსაზრებებზე. ზელენსკის თქმით, უკრაინა განიხილავს სამხედრო სტრატეგიის ცვლილებას, ხოლო ომი უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას ეხება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს, რომ მიაწოდოს უფრო მეტი იარაღი უკრაინას.