ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და დონბასისა და ყირიმის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე საუბარი იქნება საკონსტიტუციო და უკრაინის კანონმდებლობის ცვლილებებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ წაყენებულ ულტიმატუმზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინელი ხალხი აღარ იარსებებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში მთავრობა და ხალხი ერთიანია.