ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას, შეუძლია სრული უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე. მისი თქმით, რუსული ბირთვული შანტაჟი თუ გაგრძელდება, ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ ზაფხულად შევა. გუშინ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა ჩავიდნენ. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბულია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ელექტროსადგურზე იერიშებს ახორციელებენ, რაც მთელ მსოფლიოს იქმნის საფრთხეს.