ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ჩვენ ამას 120 დღე და 30 წელი ველოდებოდით. ეს არის გამარჯვება – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მტერს დაამარცხებს და შემდეგ ქვეყანას აღადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს გაწეული მხარდაჭერისთვის.