ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რუს ოკუპანტებს დღემდე არ სურთ, აღიარონ, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. სპეცოპერაცია ჩავარდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოსაყვანად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.