„უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, მიუხედავად ბუჩაში განვითარებული მოვლენებისა“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პუტინთან შეხვედრა არ შედგება. მან მედიასთან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც ისაუბრა და აღნიშნა, „თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატო-ში გაწევრიანებას ისე, რომ არ ითამაშონ ჩვენი სიცოცხლით, მაშინ ჩვენ შევუერთდებით“.