ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება 

12:16, 21.10.2026

ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის დახმარებით უკრაინაში სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა აღდგა. ამის შესახებ მან ოსლოში, სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ თქვა. მისივე ინფორმაციით, უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების შედეგად ადამიანებს კარგავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ომის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებიან. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტივ უიტკოფი დღეს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. უნდა განიხილონ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებულ წინადადებები, რამაც, შესაძლოა, ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებს ჩაუყაროს საფუძველი.

მსგავსი