ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლები ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან. ამასთან, „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, თუ ის ომის დასრულებამდე ჩატარდებოდა. კითხვაზე, იყრიდა თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭს, თუ უკრაინას არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ექნებოდა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ომის დასაწყისიდან ბოლომდე დაიცვას ქვეყანა.