ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება 

12:14, 05.10.2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკა უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის გამართვას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს. მისი თქმით, შეხვედრა ტექნიკურ დონეზე გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ახალი, ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტი გამოყო, რომელიც მოიცავს იარაღს, რომლის გამოყენებაც უკრაინას დაუყოვნებლივ შეუძლია, ზამთრისთვის ენერგეტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ახალი ტიპის რაკეტების წარმოების დაფინანსებას.

მსგავსი