ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს სამმხრივ ფორმატში, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. რაც შეეხება რუსეთის ენერგოობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის ზოგიერთი საჯარო განცხადებისგან განსხვავებით, დახურულ მოლაპარაკებებზე ტრამპს
უკრაინისთვის თავდასხმების ცალმხრივად შეწყვეტა არ მოუთხოვია.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი ზავის იდეა, რომელსაც უკრაინა მხარს უჭერს. თუმცა, მისივე თქმით, შეთანხმება ფართომასშტაბიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემას „დადებითად უყურებს“.