ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარე გამარჯვებული ვერ იქნება, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ მაუწყებელთან ინტერვიუში. მისი თქმით, ომში ადამიანური დანაკარგების გამო, შეუძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ამერიკის სურვილი, ომი უკრაინის თუ რუსეთის სასარგებლოდ დასრულდეს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მათ სურთ ომის დასრულება ისე, რომ ეს დღევანდელი შეერთებული შტატებისთვის იყოს მისაღები და ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ზელენსკის თქმით, მიუღებელია, რომ ომის დასრულების საფასურის გადახდა მხოლოდ უკრაინას მოუწიოს.