ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებისგან რუსული მხარის მხრიდან „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის“ შესახებ შეიტყო. ამის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ზამთარში კიევისა და მოსკოვის მიერ ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმისა და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, თუმცა, შესაძლოა, ტრამპმა მასზე ზეწოლა მოახდინოს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი, მოსკოვსა და კიევში დიპლომატიური პროცესის „განბლოკვის“ მიზნით ჩავიდნენ, თუმცა რამდენიმე ახალი იდეაც ჩაიტანეს.
უკრაინის ლიდერის თქმით, შეერთებული შტატები ასევე მხარს უჭერს კიევისთვის დახმარების სახით, „ზამთრის პაკეტის“ გადაცემას, რომელიც საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკულ მხარდაჭერას მოიცავს.