ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა კიევს მოსკოვში ბოლო დღეებში გამართული რამდენიმე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ამერიკულ მხარესთან ამ საკითხზე კომუნიკაციას აგრძელებს და აფასებს ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯების კოორდინირებულ ხასიათს. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს და ამისთვის ყველა აუცილებელი პირობა უნდა შეიქმნას.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა. მოგვიანებით „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ რეტკლიფის ვიზიტის მიზანი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვაშინგტონის შეფასებების პირადად გაცნობა და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბარი იყო.