ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას ისევ მოუწოდა იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი ამჟამად დონბასის რეგიონის და უკრაინის სამხრეთის დაკავებაა, ხოლო უკრაინის მიზანი – თავისუფლების, საკუთარი მიწისა და ხალხის დაცვაა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის ისევ არ მიუღია საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა ქვეყნისგან. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ენერგოდარის მცხოვრებლებს, რომლებმაც ოკუპანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მან ასევე უკრაინის უმაღლესი რადას იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც უკრაინის ჰიმნის სიტყვების შეცვლის ინიციატივა გამოთქვეს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაიმშვიდონ ემოციები და თავი შეიკავონ მსგავსი კანონპროექტების ინიცირებისგან. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.