ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება -პოლიტიკური შეფასებები

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე შეფასებები კეთდება პარლამენტში. ოპოზიცია მომხდარს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ პოზიციებს უკავშირებს. დიპლომატის გაწვევას კი ოფიციალური კიევის პროტესტის ფორმად აფასებენ.

მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ვითარების გამოსასწორებლად ერთი თვე ჰქონდა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებებისგან, მიმდინარე ომის არგუმენტით თავს იკავებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს უკრაინელი ხალხის როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.