ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნი დანიშნა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნა ბრიტანულ მხარეს უკვე გაუგზავნა. მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დიპლომატიური მიმართულება თავად ზალუჟნის სურვილი იყო. შეგახსენებთ, გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ბრიტანეთთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა. ამასთან, მიმდინარე წელს ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.