ვოლოდიმირ ზელენსკი სანქციებს აწესებს

12:16, 28.05.2023

უკრაინის პრეზიდენტმა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა. სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია „მობილური ტელესისტემებისა“ და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო და მინსკის მექანიკური ქარხანა, „ორშას“ თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და სხვა.

მსგავსი