ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა

რამდენიმე წუთის წინ პუტინმა ახალ კანონს მოაწერა ხელი. საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა თავისუფლების 3-დან 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, – შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზეა გამოქვეყნებული. იგივე სასჯელია გათვალისწინებული საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის და დეზერტირობისთვის.

კანონის თანახმად, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.