ვლადიმერ პუტინის განცხადება

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეხვედრის ადგილად რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ სტამბოლი დაასახელა და თქვა ისიც, რომ დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ.

პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას“ ცდილობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც.