ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს კურსკის ოლქში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუ ისინი იარაღს დაყრიან და დანებდებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართული თათბირისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ასეთია მისი რეაგირება დონალდ ტრამპის მოწოდებაზე, დაინდოს უკრაინელი ჯარისკაცები, რასაც ის, მისივე თქმით, „გაგებით“ მოეკიდა. რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა დაიწყოს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების აღდგენა.