ვითარება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე - ზელენსკის განცხადება

„ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ყოველი წუთი რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს “- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს. ზელენსკის განცხადებით, 25 აგვისტოს, ზაპოროჟიეს სადგურის გაჩერებას, ავტომატურ სისტემას და პერსონალს რომ არ ემუშავა, შეეძლო გამოეწვია რადიაციული ავარია. არსებული ვითარებაში კი, უკრაინას და ყველა ევროპელს რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.“