ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ – რუსებმა 4 აგვისტოს ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. აფეთქებების ხმა სადგურთან გასულ დღესაც ისმოდა. რუსების მიერ სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა მკაცრად დაგმო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა.

რაფაქელ გროსის განცხადებით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ რუსები ატომურ ელექტროსადგურს ტერორისთვის იყენებენ.

დატოვე კომენტარი