ვითარება უკრაინაში
რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. გასულ ღამეს ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერიშებმა სერიოზულად დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე მაღალსართულიანი შენობის ნაწილი.
დარტყმა მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა და კერძო სექტორიც დააზიანა. ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რუსეთის მიერ სუმისა და დონეცკის ოლქებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 20 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა სუმის ოლქის 27 დასახლებულ პუნქტს დაარტყეს.