ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ხერსონისა და დონეცკის რაიონში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მათივე ცნობით, ხერსონის რაიონზე 60-მდე შეტევა განხორციელდა. ამასთან, უკრაინის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული ფრთოსანი რაკეტა კიევის რეგიონში.
რაც შეეხება ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 45 შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. უკრაინის არმიამ რუსეთის შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერია. მათ შორის ბახმუტის, მარინკისა და კუპიანსკის მიმართულებებით. თავის მხრივ, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, სადაც მათ გარკვეული წარმატება აქვთ.