ვითარება უკრაინაში

საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე ცნობილი იყო 22 დაშავებულის შესახებ.

პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით „S 300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს. ქალაქი სლავიანსკი 14 აპრილს დაიბომბა.