ვითარება უკრაინაში

გვიან ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის ოლქში, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა. გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15 „კამიკაძე“დრონიდან 14 გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.
გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე ყველაზე აქტიური ბრძოლები სამი ქალაქისთვის მიმდინარეობს: ბახმუტის, ავდეევკასა და მარიინკასთვს. ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში სამხედრო მეთაურებთან თათბირი გამართა.