ვითარება უკრაინაში

ომის 348-ე დღე უკრაინაში – რუსეთმა საარტილერიო დარტყმა მიიტანა დნეპროპეტროვსკზე. შედეგად დაზიანებულია ელექტროქსელი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ორი ავიაიერიში განხორციელდა ხარკოვზე და ორი დონეცკზე. ასევე, 40-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოკუპანტები ძალების გადაჯგუფებას ახდენენ და მათი შეტევები ძირითადად მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

თავის მხრივ, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა მიიტანეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე.