უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ხარკოვის რაიონში რუსებმა ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, დაღუპულია სამი პირი. ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი კი იუწყება, რომ რუს სამხედროებს ამ დროისთვის საბრძოლო მასალების, სურსათისა და საწვავის სამი დღის მარაგები დარჩათ.
ბოლო 24 საათში 8 057 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა ჰუმანიტარული დერეფნებით უსაფრთხო ადგილებში. რვა შეთანხმებული საევაკუაციო დერეფნიდან კი, მოქმედებდა შვიდი.