ვითარება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე

პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის დაცემის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. მიღებულია გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ქვეყნის სამხედრო მზადყოფნა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს საჰაერო სივრცის მონიტორინგზე. მატეუშ მორავეცკის განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, კონკრეტულად ვის მიერ გაშვებული რაკეტები ჩავარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. პოლონეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი. უწყების განცხადებით, რაკეტები, რომელიც პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა, რუსული წარმოების არის.