ვითარება სპარსეთის ყურეში – ტრამპი ირანის წინადადებას უარყოფს
სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაციის საფრთხე იზრდება – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად უარყო ირანის ახალი შეთავაზება, რომელიც შვიდ დღეში ჰორმუზის სრუტის გახსნას მოიცავდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანის მიერ წარდგენილი გეგმა მიუღებელია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ირანის დაბომბვის განახლებას ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავს.
საპასუხოდ თეირანში კვლავ აცხადებენ, რომ ირანი აშშ-ის მხრიდან ზეწოლას არ დაქვემდებარება და საკუთარ სუვერენულ უფლებებზე უარს არასდროს იტყვის. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დიპლომატია კაპიტულაციას არ ნიშნავს, – ასეთია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი.
რას გულისხმობდა თეირანის ახალი შეთანხმება და რატომ უარყო ის აშშ-ის პრეზიდენტმა, ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.