სირიის მოსახლეობა ახალ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, სირიის ახალ მმართველებს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი, რაც ომისგან განადგურებულ ქვეყანაში რთული ამოცანაა.
სირიაში ეკონომიკური საქმიანობა ძალებს იკრებს, თუმცა, ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საგარეო დახმარებაც. სირიის სამომავლო განვითარების გზა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მეზობლებისთვის, ასევე რეგიონის ქვეყნებისთვის და ევროკავშირისთვის, სადაც ომისგან დევნილი რამდენიმე მილიონი სირიელი ცხოვრობს.