ვითარება საფრანგეთში – მაკრონის გამოხმაურება
საფრანგეთის ქალაქ ლიონში საზოგადოებრივი შეკრებები აიკრძალა და ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეკრებების აკრძალვა, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 23:00 საათამდე ამოქმედდა, კვირას 23:00 საათიდან ორშაბათს დილის 06:00 საათამდე კი – კომენდანტის საათი დაწესდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათის აქციის დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 1 314 აქტივისტი დააკავეს. მომხდარი არეულობის დროს 24 მაღაზია გაძარცვეს, 75-ჯერ კი – ხანძარი გაჩნდა. დაპირისპირების დროს 50 ოფიცერი დაშავდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ემანუელ მაკრონმა პოლიციას რთულ ვითარებაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.