ვითარება ქალაქებში, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს #მოამბე უკრაინიდან

კიდევ ერთი გადამწვარი უკრაინული ქალაქი და მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ბუჩას შემდეგ – ჩერნიგოვი. იაგონდაია – დასახლებული პუნქტი, რომელიც ოკუპანტებმა უკვე დატოვეს, თუმცა ნახევრად დანაღმული. საქართველოს პირველმა არხმა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, პირველმა მოახერხა მისი გადაღება და გადარჩენილ მოქალაქეებთან გასაუბრება.

ერთ-ერთ მიწისქვეშა თავშესაფარში ნაპოვნია 350 ცხედარი. მოქალაქეები იქ საკვებისა და წყლის გარეშე თითქმის ერთი თვე იმყოფებოდნენ. რუსული არმიის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს თითქმის არაფერი გადაურჩა, მათ შორის არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი.