ვითარება ქაბულში

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ამერიკული კერძო, სამგზავრო თვითმფრინავებიც ჩაერთვებიან. ინფორმაციას პენტაგონში ადასტურებენ. 18 თვითმფრინავი ქაბულიდან ტრანზიტულ ქვეყანაში გადაყვანილ პირებს, მესამე ქვეყნებში გადაამისამართებს.

როგორც ცნობილია, ევაკუაციის პროცესში ამერიკას საკუთარი აეროპორტი ტრანზიტულ პუნქტად 25-ზე მეტმა ქვეყანამ შესთავაზა. როგორც ნატო-ს ოფიციალური პირები ადასტურებენ, ბოლო პერიოდში, აეროპორტის ტერიტორიაზე შექმნილ ქაოსს, ჭყლეტვასა და სროლას საერთო ჯამში 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კვლავ ხალხმრავლობაა აეროპორტის გარე პერიმეტრზეც, სადაც თვითმხილველთა თქმით, დღეს დილიდან, შედარებით ორგანიზებული რიგებია. ასევე, დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში გაერო-სთან თანამშრომლობით მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზე  დარჩებიან. იუნისეფის ცნობით, მათ მუშაობის გაგრძელება თავად „თალიბანმა“ სთხოვა.

 

დატოვე კომენტარი