ვითარება ლიბანში 

აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანში, სამხრეთ სიდონში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკთან ახლოს. BBC-ის ინფორმაციით, ისრაელმა ამ ტერიტორიაზე ორი ახალი დარტყმა, ადგილობრივი დროით, 16:30 საათზე განახორციელა. დაჭრილია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ლიბანის არმიის ჯარისკაცი.

ლიბანის სოციალური დაცვის მინისტრის ცნობით კი, ლიბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა. როგორც ცნობილია, ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდა. მიზეზი „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვაა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ლიბანზე 100-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.