ვითარება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად, რომელიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდების შემთხვევაში, 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მაინც ცდილობენ. საზღვრის კვეთის მსურველთა რაოდენობის გამო, მათ საათობით უწევთ რიგში დგომა. ქვეყანაში შემომსვლელთა უმრავლესობა მამაკაცია.

მათი ნაწილი არ მალავს, რომ მეზობელ ქვეყანაში ომში გაწვევის საფრთხეს გამოექცა, ნაწილი კი ჩამოსვლის მიზეზზე არ საუბრობს.