ვითარება ისრაელსა და ლიბანში
ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია – ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აშშ-სა და ირანს შორის. პარალელურად, შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში განხორციელებული დარტყმების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა. ჯიბ-ჩიტზე განხორციელებულ იერიშს ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ცხრა დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი დარტყმის შედეგად ტოულში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 პირი კი დაიჭრა. CNN წერს, რომ საჰაერო იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ჯიბჩიტისა და ტოულზე თავდასხმა იგეგმებოდა. მან მოსახლეობას დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.